რეზონანსი
06.10.2017

 (რეზონანსი) რუსეთში, ვლადიმირის ოლქში „ადლერ-ნიჟნევარტოვსკის" სამგზავრო მატარებელი „კამაზის" ტიპის ავტობუსს დაეჯახა, რომელსაც მგზავრები ყაზახეთიდან მოსკოვში გადაჰყავდა. გარდაცვლილია 21 ადამიანი, 32 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი" იუწყება.

წინასწარი ვერსიით, სარკინიგზო გადასასვლელზე მოძრაობისას ავტობუსის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და ჩაქრა, რის გამოც მძღოლმა მოძრაობა ვერ განაგრძო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემის შესახებ რკინიგზამ მემანქანე გააფრთხილა, თუმცა საგანგებო მუხრუჭის მიუხედავად, მატარებლის გაჩერება ვერ მოხერხდა.

ავარიის დროს მატარებელში 271 მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო მეხუთე ვაგონში, რომელიც შეჯახებისას დაზიანდა - 11. დანიშნულების ადგილამდე მატარებელს 17 კილომეტრი ჰქონდა დარჩენილი.

ავარიის მიზეზების დასადგენად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება ავარიის თვითმხილველების და დაზარალებულების დაკითხვას გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×