რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს კახა კალაძეს სატელევიზიო დებატებში იწვევს. ეს განცხადება ელისაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„გადავწყვიტე ყოველგვარი შუამავლების, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მივმართო "ქართული ოცნების" შტაბს, ჩემს კონკურენტს "ქართული ოცნებიდან", კახი კალაძეს და მე მას პირდაპირ ღია საჯარო დებატებში ვიწვევ," - განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ნებისმიერ არხზე და ნებისმიერ ფორმატში მზად არის, კალაძესთან დებატებში დაჯდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×