რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) „რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ ხუთი ნერვოზიანი პოლიტიკოსი გამოდის, თვალებს აბრაილებს და ყვირის?!" - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გამართულ აქციას.

„არ ვიცი ამას რა დავარქვა. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და ამ ყველაფერის ზღვარი არსებობს. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ამ ზღვარს იქით გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარმევ, რადგან ისინი აშკარად წარსულის პოლიტიკოსები არიან. გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდიოსობით ყურადღება კიდევ მიიპყრონ. მოინდომეს, რომ გზა გადაეკეთათ და 4-5 საათის განმავლობაში ერთ-ერთი ქუჩის პარალიზება მოეხდინათ.

„ტყუილების კასკადი 2011 წელს დაიწყო და დღემდე მოდის. ჯერ იყო, რომ ვართ პრორუსები, ვერავინ ვერ დააჯერს. ამას ტყუილების მთელი კასკადი მოჰყვა. ფაქრობრივად გაკოტრდნენ და ვეღარაფერი, რომ ვეღარ გააკეთეს არჩევნების წინ ყურადღება რამით, ხომ უნდა მიიპრყონ. რა ვქნათ გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ ხუთი ნერვოზიანი პოლიტიკოსი გამოდის და თვალებს აბრაილებს და ყვირის", - ამბობს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერიასთან „ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა. აქცია სამი საათის განმავლობაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ სუს-ის წევრებმა ის აქციიდან მოიტაცეს და სცემეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×