(რეზონანსი) კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმიდან ორი დღის შემდეგ, რეგიონი საყოველთაო გაიფცვამ მოიცვა. ამის შესახებ გამოცემა „El Pais" იუწყება.
გამოცემის ცნობით, კატალონიაში მოქმედმა ყველაზე დიდმა ორმა პროფკავშირმა UGT-მ და CC-OO-მ ხალხს გაფიცვისკენ და რეფერენდუმის დღეს პოლიციის მხრიდან ძალადობის გაპროტესტებისკენ მოუწოდა.
მათივე ინფორმაციით, გაფიცვის გამო მეტრო, ავტობუსები და რკინიგზა მგზავრებს მინიმალური სიხშირით, მხოლოდ „პიკის საათებში" (6:30-9:30 და 17:00-20:00) მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა.
კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ 893 ადამიანია დაშავებული.