რეზონანსი
03.10.2017

 (რეზონანსი) ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ექიმების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც დეკანოზმა საკვებისა და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„შაქარი დაუვარდა და სამედიცინო კუთხით ძალიან დიდი კონტროლის ქვეშაა, ვინაიდან ნაოპერაციებია. ემოციური განწყობა, საკვებისა და მედიკამენტების არმიღება, მამა გიორგის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ამჟამად ანალიზების გამოკვლევა მიმდინარეობს. ამ ადამიანს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უნგრევენ", - განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილის თქმით, ვინაიდან დეკანოზი ექიმების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა, სამედიცინო პერსონალის გადასაწყვეტია, უნდა მოხდეს თუ არა მამა გიორგი მამალაძის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააპატიმრეს. სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×