რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალს ნარკოტიკების რეალიზაციის მუხლით წაუყენებენ. ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

სამართალდამცავები კრიმინალური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

დაკავებულის მეზობლების თქმით, აღნიშნულ სახლში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობს, რომელიც საპატიმროდან, დაახლოებით, 5-6 თვის წინ გამოვიდა.

ადგილობრივების თქმით, მას 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×