რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) ქუთაისში, გელათის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ოჯახები დამეწყვრის საფრთხის წინაშე დგანან.

მათი თქმით, უკვე ერთ წელზე მეტია სატვირთო ავტომობილებით ერთ-ერთი კომპანია ჭახათის კარიერიდან ქვებს ეზიდება, რაც დროდადრო მიწის ცვენას იწვევს. ასევე ამბობენ, რომ თუ კომპანია დროულად არ იმოქმედებს, შესაძლოა არსებულმა პრობლემამ საცხოვრებელი სახლები დაანგრიოს.

"მძიმე ტექნიკის გადაადგილებისას სახლები ნელ-ნელა ინგრევა. შიშით გვძინავს. დახმარება რამდენჯერმე ვითხოვეთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს, ერთ წელზე მეტია ეს პრობლემა გვაწუხებს. წვიმის დროს მიწა ცვივა და სახლების დანგრევის საშიშროებას ქმნის. ყურადღება მოგვაქციონ ვიდრე საცხოვრებლ სახლებს მიწა და წყალი წაგვართმევს, გაუსაძლისია უკვე"- აცხადებს გელათის ქუჩაზე მცხოვრები შალვა შანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×