რეზონანსი
02.10.2017

 (რეზონანსი) რუსეთში, პოდმოსკოვიეში, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრები დააკავეს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები ხალხმრავალ ადგილებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე აფეთქებებს გეგმავდნენ.

ჩხრეკის დროს, სამართალდამცველებმა ორი კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი საშუალება, ორი ცეცხლსასროლი იარაღი და გრანატები აღმოაჩინეს.

დაკავებულთა რაოდენობა არ გასაჯაროებულა. თუმცა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ყველა მათგანი ჩრდილო კავკასიელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×