რეზონანსი
01.10.2017

 (რეზონანსი) ბრიტანულმა ვებგვერდმა „Clinic Compare", მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებზე დაყრდნობით, ჯანმრთელობისთვის საშიში ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ვებგვერდი მსოფლიოს წამყვან კლინიკებს ერთმანეთს ადარებს, სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს და მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხვებსა და კვლევებს ატარებს,

ქვეყნებში მონაცემები ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების მიმართულებით არის გაზომილი.

კომპანიამ 179 ქვეყნის მონაცემები გააანალიზა.

მსოფლიოს ყველაზე არაჯანსაღი ქვეყნების რეიტინგის ათეული ასეთია:

1.ჩეხეთი

2.რუსეთი

3.სლოვენია

4.ბელარუსი

5.სლოვაკეთი

6.უნგრეთი

7.ხორვატია

8.პოლონეთი

9.ლუქსემბურგი

10.აშშ

რეიტინგი ასე გრძელდება: ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, კანადა, ლიბანი. ავსტრალია, საბერძნეთი, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×