რეზონანსი
01.10.2017

 (რეზონანსი) „ვიყავი ალეკოს აქტიური მხარდამჭერი, თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ ის იყო უპირობო ლიდერი და რაც არ უნდა გააკეთოს მხარს დავუჭერ, გუშინ მე დავინახე დიდი შეცდომა ალეკოს ქცევაში" , - ამის შესახებ „პარტიზანული მებაღეობის" ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ „რუსთავი 2"-ზე, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" ეთერში ისაუბრა.

ნატა ფერაძე საკრებულოს ხმაურიან სხდომაზე საუბრობს,სადაც მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და ხათუნა სამნიძე სამართალდამცველებმა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც ფერაძე ამბობს, ალეკო ელისაშვილი კი დარბაზში მშვიდად იდგა და დარბევაზე რეაგირება არ ჰქონია.

„ადამიანურ დონეზე ისიც გაუგებარია, როცა ქალს ეჭიდავებიან და ამ დროს ალეკო იჯდა, ჯერ ბორჯომს სვამდა და მერე იდგა. ამან ჩემი სასოწარკვეთა გამოიწვია. არჩევნებზე ხმას მივცემ არა კალაძეს. თუ მეორე ტურში გავა ელისაშვილი, მივცემ ხმას. თუ მეორე ტურში გავა ზაალი ან ელენე, მას მივცემ ხმას" , - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ნატა ფერაძის განცხადებას მოგვიანებით ალეკო ელისაშვილიც გამოეხმაურა და მისი ე.წ პასიურობა განმარტა.

„ერთით მეტი ვიყვირებდი სხდომაზე თუ ერთით ნაკლები, ეს არ აისახებოდა შედეგზე. ელენე ხოშტარია ტრიბუნასთან იდგა და 20 წუთი კამათობდნენ გადაწეულიყო თუ არა სხდომა. მე არ ჩავთვალე საჭიროდ,რომ უნდა ვყოფილიყავი მესამე. მოვიქეცი ისე,როგორც უნდა მოვქცეულიყავი. ამ საკითხების ჩაგდებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი დილიდან" , - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×