რეზონანსი
01.10.2017

 (რეზონანსი) შორენა თეთრუაშვილის სკანდალურ ჩვენებას მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გამოეხმაურა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ბევრი რამ გაიგო და კიდევ უფრო მეტს შეიტყობს, როდესაც მოძიებული იქნება გარკვეული მტკიცებულებები. უფლებადამცველის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ხელისშემშლელი პირი იყო და ამიტომ მოხდა ე.წ. დანაშაულის ორგანიზება და დაბრალება.

„როგორც იტყვიან, ციხე შიგნიდან ტყდებაო და მე მიმაჩნია, რომ გუშინდელი ფაქტი და გუშინდელი ჩვენებით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა და კიდევ ბევრს გაიგებს ექსკლუზიურად როცა იქნება ესა თუ ის მტკიცებულებები მოძიებული" , - განაცხადა რამიშვილმა

შორენა თეთრუაშვილმა საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დუმილი დაარღვია. ვრცელ ჩვენებაში, რომელიც „რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ის აღიარებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმე არის დანაშაული მოტივის გარეშე. შორენა თეთრუაშვილის ჩვენებიდან ასევე ირკვევა, რომ დეკანოზი საპატრიარქოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე პატრიარქის მოთხოვნით დაინიშნა.

თეთრუაშვილის მტკიცებით, ქორეპისკოპოს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და მამა გიორგი მამალაძეს მიანიჭა, რამაც მეუფე გააბრაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×