(რეზონანსი) ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით მე-8 ადგილზეა.2016 წელს საქართველოს რეიტინგში მე-7 ადგილი ეკავა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.
„2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 159 ქვეყანას შორის 4 კომპონენტში პირველ ადგილს იკავებს. ეს კომპონენტებია: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი, უძრავი ქონების გაყიდვებზე საკანონმდებლო შეზღუდვები, უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება, შავ ბაზარზე გაცვლითი კურსები" , - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.
მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი, აშშ, ლიტვა, დანია, ლატვია გერმანია.
„წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 5-დან გაუმჯობესდა ისეთ მნიშვნელოვან 3 ინდიკატორში, როგორიცაა მთავრობის ზომა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები" , - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.