რეზონანსი
28.09.2017

 (რეზონანსი) თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში ფარდა-ჟალუზის შესაძენად ფულის შეგროვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, განათლების სამინისტროში კომენტარს აკეთებენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

განათლების სამინისტროს განცხადებით, საჯარო სკოლებში ფულის შეგროვება დაუშვებელია, ვინაიდან სახელმწიფო სკოლას ვაუჩერით და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსებით უზრუნველყოფს.

„სახელმწიფო სკოლას ვაუჩერით და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსებით უზრუნველყოფს. შესაბამისად, სკოლებში ფულის შეგროვება ყოვლად დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მშობლებისგან ფულის აგროვების ნებისმიერი მცდელობით შიდა აუდიტის დეპარტამენტი დაინტერესდება და მოკვლევის შედეგად შესაბამისი რეაგირება ექნება", - განაცხადეს სამინიტროში.

შეგახსენებთ, რომ სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ.

"მშობელთა კრება ჩატარდა და გვითხრეს, რომ ჟალუზების ფული უნდა ავაგროვოთ. ზოგს 12-12 ლარი დააბარეს, ზოგიერთ კლასში კი თანხა 8 ან 10 ლარს შეადგენს. სკოლა გაარემონტეს და ჟალუზების შესაძენი თანხა როგორ ვერ იშოვეს? სკოლაში 15 სექტემბერს განათლების მინისტრიც იმყოფებოდა და ახლად გარემონტებული სკოლა დაათვალიერა", - თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×