რეზონანსი
28.09.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებულ ახალგორში, დაწყებით კლასებში სახელმძღვანელოების უქონლობის გამო სწავლა ვერ იწყება - ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა. ინფორმაცია „პირველი არხი" ავრცელებს.

დე ფაქტო განათლების უწყების გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ რეგიონში ქართული სკოლების დაწყებით (1-4) კლასებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა და განათლების რუსული სტანდარტი დაწესდა. თუმცა, ამ დრომდე ოკუპირებულ ახალგორში უსახსრობის გამო ახალი, რუსული სახელმძღვანელოების შეტანა ვერ ხერხდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ოკუპირებულ რეგიონში, სოფელ ორჭოსანში რუსული სასწავლო დაწესებულება შენდება, სადაც სკოლა და ბაღი ერთად იქნება განთავსებული. სკოლა 70 მოსწავლეზე, ბაღი კი 30 ბავშვზეა გათვლილი. მის მშენებლობაზე 83,7 მლნ რუბლი დაიხარჯა და ნოემბერში უნდა დასრულდეს.

წელს, ოკუპირებულ დაბა ახალგორში, პირველ კლასში ოთხი მოსწავლე მივიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×