რეზონანსი
27.09.2017

 (რეზონანსი) კახეთის სოფელ კონდოლში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას „იმედი" ავრცელებს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი დაჟეჟილობით მოათავსა.

ექიმის თქმით, პაციენტებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციიით, კონფლიქტი ოჯახურ ნიადაგზე მოხდა და ის მემკვიდრეობის განაწილებას უკავშირდება.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×