რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე ხელს არ აწერს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა, რადგან, პირველ რიგში, კონსტიტუციის პროექტს არაერთი ხარვეზი აქვს, მათ შორის მთავარი ის არის, რომ ეს თანხმობის დოკუმენტი არ არის.

„ამავე დროს, პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამასთან, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და შესაბამისად, ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს ქმნის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგანაც, კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია, 48 საათის გავლის შემდეგ შეიკრიბოს", - ამბობს დოლიძე.

ცნობისთის, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით გუშინ მიმართა. პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარება 26 სექტემბრისთვის სურს.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×