რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) აჭარაში სტიქიას ებრძვიან. მეწყრული კერები ქობულეთის რაიონის რამდენიმე სოფელში განვითარდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ ქობულეთსა და ზედა სამებაში იყო. ჩაიხერგა შიდა სასოფლო გზები. სოფელ ქობულეთში 70-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

რამდენიმე სოფლიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. 11 ოჯახს საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხე შეექმნა. გვიან ღამით საკუთარი სახლი სულ ექვსმა ოჯახმა დატოვა. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 1500-მდე აბონენტი.

მეწყერი ქობულეთში გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად გააქტიურდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×