რეზონანსი
23.09.2017

 (რეზონანსი) დაღესტნის ხელისუფლება შამილის რაიონში მე-12 საუკუნის ქართულ ტაძარს აღადგენს. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ria.ru" იუწყება.

„ხელისუფლება ასევე აპირებს აღადგინოს გზა,რომელიც ქართულ ისტორიულ ძეგლამდე,შამილის რაიონში მიდის. „დათუნას ეკლესია" მე-12, მე-13 საუკუნეებში ქართველმა ქრისტიანელმა მისიონერებმა ააგეს" , - ნათქვამია დაღესტნის მთავრობის განცხადებაში.

ქართული ქრისტიანული ტაძარი დაღესტნის რესპუბლიკაში, შამილის რაიონში სოფელ დათუნასთან მდებარეობს. ტაძარი ჰატან-ბუღებ-კხოლის ხეობაშია აშენებული,პატარა მდინარის ნაპირზე.

XIII საუკუნეში „დათუნას ეკლესია" მიატოვეს, თუმცა მე-19 საუკუნეში ისევ ფუნქციონირებდა. კავკასიის ომის პერიოდში, ეკლესია ღვთისმსახურებისთვის იმამ შამილის მხარეს გადასულ რუს ჯარისკაცებს გადაეცათ.

„დათუნას ეკლესია" ქართული უგუმბათო, დარბაზის ტიპის ეკლესიების მსგავსად არის აშენებეული. ტაძარი აგებულია მოოქრო-მოყვითალო ქვიშაქვის ბლოკებისგან. ეკლესიის სიგრძე 9.1 მ, სიგანე 6.7 მ, სიმაღლე კი 8 მეტრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×