რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) „Forbes"-ის ინფორმაციით, კოსმეტიკური ბრენდის „LOreal"-ის თანადამფუძნებელი, რომლის ქონება $39,5 მილიარდს შეადგენდა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბეტანკურს და მის ოჯახს LOreal-ის 33% ეკუთვნის. როგორ გადანაწილდება წილები მფლობელებს შორის, ჯერჯერობით უცნობია.

ის „Forbes"-ის რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებდა. ლილიან ბეტანკური პარიზში დღეს გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ მისმა შვილმა ფრანსუაზა მეიერს-ბეტანკურმა გაავრცელა.

ლილიან ბეტანკური 1922 წელს პარიზში დაიბადა კოსმეტიკური კონცერნის LOreal-ის დამფუძნებლის ეჟენ შიულერის ოჯახში. კომპანიის პირველი პროდუქტი არატოქსიკური თმის საღებავი იყო, რომელიც 1907 წელს შეიქმნა და პარიზის სილამაზის სალონებში იყიდებოდა. 2 წლის შემდეგ 1909 წელს კი ახალგარზდა ქიმიკოსმა მისი ბიზნესი დაარეგისტრირა „Safe Hair Dye Company of France"-ის სახელით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×