რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლს, რომელიც პოლიციას დაუმორჩილებლობის მოტივით, მოქალაქის უკანონოდ და თვითნებურად დაკავების უფლებას აძლევს.

„საია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ერთადერთი კანონია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს არის მიღებული და დღემდე მოქმედებს. აღნიშნული კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს" , - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

საია აპროტესტებს შემთხვევებს, როდესაც 173-ე მუხლით მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება ხდება.

„ასეთ დროს სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმის დადგენით, აქვს თუ არა პოლიციას, ზოგადად, კონკრეტული ქმედების განხორციელების უფლება და არ მსჯელობს, რამდენად სწორად გამოიყენა პოლიციამ კანონით მინიჭებულ უფლება კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში. ნორმის ამგვარი განმარტება სახიფათოა და პოლიციელთა თვითნებური ქმედებების წახალისებას უწყობს ხელს" , - განმარტავს საია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად დაიწყოს ადმინისტრაციცულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, რათა კანონმდებლობის ეს ნაწილი შესაბამისობაში მოვიდეს როგორც საქართველოს კონსტიტუციცასთან, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×