რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების დროინდელ სპილენძის სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს. სპილენძის ჭურჭელი თითქმის დაუზიანებლად არის შემორჩენილი. აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ბახტაძე ავრცელებს.

„ნეკრესის ნაქალაქარის კვლევა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც ახალი ენერგიით გაგრძელდება... არსებული ვარაუდით, სატრაპეზოს განძი მონასტრის საძმოს წევრებმა საქართველოს ამ მხარეში მე-17 საუკუნის დასაწყისში, ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს" , - აცხადებს ნოდარ ბახტაძე.

ამ დროისათვის ადგილზე ტერიტორიის კვლევისა და აღმოჩენილი არტეფაქტების კვლევის პროცესი გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×