რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასი, ცნობილი სავარაუდოდ დღეს გახდება. მარეგულირებელი კომისიის წევრები, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებენ.

„სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ტარიფების კორექტირება. თბოელექტროსადგურების ტარიფების გათვალისწინება მოხდება შემდგომ უკვე სამომხმარებლო ტარიფში. შემდეგ მოხდება ამის ასახვა მომხმარებლების მიერ გადასახდელ ტარიფზე" , - აღნიშნა „სემეკის" ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ.

კომისიას განაცხადით ოთხმა თბოელექტროსადგურმა მიმართა. „სემეკის" განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში ახალი წლიდან შევა. „სემეკმა" „თელასის" განაცხადი უნდა შეისწავლოს. შეცვლილი ტარიფის შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იანვრიდან არა 1 წლით, არამედ ცვლილების მიხედვით, უკვე 3 წლით ამოქმედდება.

„ტარიფის გადახედვა ცალსახად დღის წესრიგში დგას, იმიტომ, რომ სატარიფო განაცხადები შემოსულია. „თელასის" ტარიფი მოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე და 2018 წლის იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს ახალი სამომხმარებლო ტარიფი" , - განაცხადა ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×