(რეზონანსი) ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომაზე შეთანხმების საბოლოო ტექსტი - რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტში ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა გამახვილებული, განსაკუთრებით კი ის საკითხები რაც ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისთვის აქტუალურია.
ევროპელი და ქართველი პარლამენტარებისგან დაკომპლექტებულმა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გარდა, ქვეყანაში გატარებულ რეფორმების, არჩევნების, ტერიტორიული მთლიანობისა და მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხია მიმოხილული.
რეზოლუციის ტექსტში იმ მიღწევებსა და პროგრესზე წერია, რაც საქართველომ ბოლო პერიოდში აჩვენა. მნიშვნელოვანი ნაწილი კონფლიქტების საკითხს ეთმობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელაა დაფიქსირებული.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მიმდინარე ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიერთებისკენ მიმართულ ზომებს გმობს, რაც რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.