რეზონანსი
20.09.2017

 (რეზონანსი) ქუთაისში, პარტია "თავისუფალმა საქართველომ" გამაფრთხილებელი აქცია გამართა პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეებმა ბუნებრივი აირის არსებული ტარიფი გააპროტესტეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს, დაინიშნოს კომპეტებტური აუდიტი, რომელიც უნდა შეისწავლოს ტარიფი გაზზე რამდენად სამართლიანად გაიზარდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რეგიონში გაზის ტარიფი გაიზარდა, რაც სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს პრობლემებს უქმნის.

პარტია აღნიშნული მოთხოვნით ხელმოწერებს უკვე აგროვებს.

იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, "თავისუფალი საქართველო" პერმანენტული აქციებით იმუქრება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×