რეზონანსი
19.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის - ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე - მიგრაციასა და კლიმატის ცვლილებებზე.

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა გაერო-ს საქმიანობის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა.

ტრამპმა პარტნიორებს აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ მსოფლიოს, თავისი მოკავშირეების გვერდით ყოველთვის იქნება.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიის გენერალური დებატები 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×