რეზონანსი
19.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტი 22 სექტემბერს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას ელოდება. 26 სექტემბერს კი, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს იმედი აქვს, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასება, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს ზიანს არ მიაყენებს.

"ვიმედოვნებ, ვენეციის კომისიის შეფასება ზიანს არ მიაყენებს ამ პროცესს. ველოდებით მათ მეორე, საბოლოო შეფასებას. 26 სექტემბერს, პლენარულ სესიაზე მივიღებთ ცვლილებებს კონსტიტუციაში," - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ არც ერთი ცვლილება, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან და ვენეციის კომისიის დასკვნებთან წინააღმდეგობაში იქნება, არ მიიღება.

კობახიძის განცხდებით, ვენეციის კომისიის 23 შენიშვნიდან 20 გათვალისწინებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×