რეზონანსი
18.09.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღების თარიღი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიასთან მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება.

"ვენეციის კომისიასთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს და გადაწყვეტილება ამ კონსულტაციის საფუძველზე მიიღება. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ცვლილებები უახლოეს მომავალში მესამე მოსმენით მიიღება. ვეტოს დადება პრეზიდენტის პრეროგატივაა, ჩვენი პრეროგატივა ვეტოს განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაა", - დასძინა კობახიძემ.

არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმარავლობა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას მომავალ კვირას - 26 სექტემბრისთვის გეგმავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×