რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა.

სიმბოლურ თანხად - 1 ლარად გადაცემულ ქონებაში მოსაპირკეთებელი ფილები, დაახლოებით, 40 ათასი ცალი ბეტონის ბორდიური, გარეგანათების ბოძები და სხვა ინვენტარი შედის.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი საკითხი "რესპუბლიკური პარტიის" წევრებმა გააპროტესტებს. ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის ქონების სიმბოლურ თანხად გადაცემას.

„როგორც ჩანს, საპატრიარქო ვერ აცნობიერებს, მისი ასეთი თანამშრომლობა ხელისუფლებასთან რამდენად დანაშაულებრივია, ხელისუფლება ამ ბერკეტს ხელიდან არ გაუშვებს, რომ საპატრიარქოს ხარკი უხადოს,"- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×