რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) ლონდონის მეტრო „პარსონს გრინის" სადგურზე ტერაქტში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პოლიციამ ტერაქტის შემსრულებლის ვინაობა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან დაადგინა.

მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა მედიაში ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამჟამად მისი ძებნა მიმდინარეობს.

გეტყვით, რომ „პარსონს გრინის" სადგურზე აფეთქება დღეს დილით მოხდა. დაშავდა 22 ადამიანი, მათგან 18 კლინიკაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციამ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×