რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) თუშეთში, ხახაბოს მთაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტოაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ცეცხლი არა ნახანძრალზე, არამედ ტყის სხვა მონაკვეთზე გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები, რეინჯერები და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები არის მობილიზებულნი.

ხანძრის ჩაქრობას ხელს რთული რელიეფული მდგომარეობა უშლის.

ხახაბოს ტყეში ხანძარი 2 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც 8 დღე დასჭირდა. პროცესში ჩართული ავიაციაც იყო. ცეცხლი, დაახლოებით, 25 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×