(რეზონანსი) პარიზის მეტრო „შატლეს" საგდურზე თავდასხმა მოხდა. სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებს თავს დაესხა.
თავსადხმა იმ დროს მოხდა, როდესაც, სამხედროები ანტიტერორისტულ ოპერაციების ფარგლებში პატრულირებას აწარმოებდნენ. სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან.
როგორც შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორენს პარლიმ განაცხადა, „თავდამსხმელი განეიტრალებულია, და ეს ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის დამსახურებაა".
მომხდარის შემდეგ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არსებული საფრთხეების ფონზე, ქვეყანაში ანტიტერორისტული ოპერაციის გაფართოება აუცილებელი ზომაა. ამ ინიციატივით მინისტრმა პრეზიდენტს გუშინ მიმართა.
ტერაქტის ვერსიაზე ოფიციალურად ამ დროისთვის არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის მოტივს გამოძიება დაადგენს.