რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) ამერიკის შეერთებული შტატების ტყის სერვისების გუნდი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ბორჯომის ხანძრის შედეგად დაზიანებული ნიადაგის აღდგენაზე იმუშავებს, უკვე საქართველოშია - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„აშშ-ის ტყის სერვისების გუნდი საქართველოშია. მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით ამერიკელი ექსპერტები, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ბორჯომის ხანძრის შედეგად დაზიანებული ნიადაგის აღდგენაზე იმუშავებენ.

„ექსპერტები ზიანს შეაფასებენ და რეაბილიტაციის გეგმას გაწერენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნიადაგის ეროზია, მეწყერი და ღვარცოფი და ტყის ხელახალი ზრდისთვის ნიადაგი შენარჩუნდეს ", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ განაცხადა, აღნიშნულისთვის აშშ-ის სატყეო სამსახურის ექსპერტები - ენდრიუ ბოუერი და დენა ბატლერი ჩამოვიდნენ.

"მოხარული ვართ, რომ ჩვენი კოლეგები ამერიკის სატყეო სამსახურიდან ჩამოვიდნენ და შეუძლიათ დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას აგვისტოში მომხდარი საშინელი ხანძრის შემდგომ, რომელიც ბორჯომში იყო. ეს ვიზიტი შესაძლოა ერთგვარად აშშ-ის სატყეო დეპარტამენტის 2015 წელს დაწყებული სამუშაოების გაგრძელებად ჩაითვალოს, რაც გულისხმობს საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ტყეებში ხანძრების მართვის გეგმის შემუშავებაში", - ამბობს კელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×