რეზონანსი
13.09.2017

 (რეზონანსი) დემირელის სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სასწავლებლისთვის ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს განცხადებით მიმართეს. ინფორმაციას „პირვლი არხი" ავრცელებს.

როგორც მშობლები აცხადებენ, ბავშვების სხვა კერძო სკოლებში გადაყვანას ვერ ახერხებენ, რადგან გრანტით, რომლითაც დემირელის სკოლებში სწავლობდნენ სხვა სასწავლებლები არ იღებენ.

"ავტორიზაციის შეჩერება უკანონოდ მოხდა და ჩვენი შვილები სკოლის მიღმა დარჩნენ. 171 ბავშვი სხვა სკოლებში ვერ გადანაწილდა, რადგან არც ერთი სკოლა გრანტით არ იღებს" - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა დალი ყარაულაშვილმა.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელებას რვა კერძო სკოლა სთავაზობს და მათ აქვთ საშუალება სასურველი სკოლა თავად აირჩიონ.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, დემირელის სკოლამ ავტორიზცია ვერ გაიარა, რის გამოც 30 აგვისტოს დახურეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×