რეზონანსი
08.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე გაემგზავრა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც პარტიაში ამბობე, ამ ეტაპზე უკრაინაში გამგზავრებას სხვა არავინ გეგმავს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სიტუაციის შესაბამისად, პარტიის წევრებმა გადაწყვეტილება შეცვალონ და უკრაინაში ჩავიდნენ.

რაც შეეხება დეკანოიძეს, ის უკვე უკრაინაში იმყოფება და ხვალ საღამოს ლვოვში ჩავა, სადაც 10 სექტემბერს სააკაშვილის ჩასვლას დაელოდება.

შეგეხსენებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბრეს, პოლონეთიდან „კრაკოვეცის" საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით გეგმავს. ამასთან, საქართველო სააკაშვილის დაკავებას და სამშობლოში მის ექსტრადირებას ითხოვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×