რეზონანსი
07.09.2017

 (რეზონანსი) აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 5- ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

ადგილზე სპეციალისტები არიან გასულები და ქალაქში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა წყლის დაგუბება არ მოხდეს.

სანაპიროზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა და ბანაობა აკრძალულია.

წითელი ალმები გუშინ დღის მეორე ნახევარში აღიმართა და შტორმის დასრულებამდე იქნება.

შსს-ს ცნობით, სანაპიროსთან მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს სამაშველო სამსახური რამდენიმე ენაზე მოუწოდებს, შტორმის გამო, ზღვაში არ შევიდნენ.

სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან ვარაუდობენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×