რეზონანსი
07.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 422 დევნილ ოჯახს ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებლით.

"დევნილებისთვის საცხოვრებლის გადაცემა გრძელდება, მორიგი 422 დევნილი ოჯახი საცხოვრებელს ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში მიიღებს. უკვე, დღეის მდგომარეობით, 2012 წლიდან მოყოლებული, მუდმივი საცხოვრებლით, 15500-ზე მეტი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული და ეს პროცესი გაგრძელდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×