რეზონანსი
06.09.2017

 (რეზინანსი) „ჯემ ფესტის" ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ინფორმაციას „ლიბერალი" ავრცელებს

მისი ადვოკატი ნანა დარჩია ამბობს, რომ კორშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 000 ლარის გადახდაც დაეკისრა.

ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, ჯემ ფესტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაქარ კორშია ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებულად დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მას ბრალი 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედებოდა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×