(რეზონანსი) თბილისში ზაჰესის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი, - ამის შესახებ გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ორმოცაძეს ინფორმაციით, ცეცხლის ძირითადი კერები ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ადგილზე კი სამუშაოებს 8 სახანძრო სამაშველო ბრიგადა აწარმოებდა. მისი თქმით ახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არის.
"ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დაზუსტებული ინფორმაციით, ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ არის და ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა ორმოცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაჰესის დასახლებაში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი ბალახებს და ბუჩქებს გაუჩნდა.