რეზონანსი
06.09.2017

 (რეზონანსი) სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებს გლდანი-ნაძალადევის ოფისში თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, თავდასხმის მიზეზი ოჯახიდან ბავშვების წამოყვანა გახდა. (ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

სოცმუშაკების განმარტებით, ერთ-ერთი ოჯახიდან ორი ბავშვი სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე გამოიყვანეს, ერთი არასრულწლოვნის, 13 წლის გოგონას წამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ამ წუთებში დაზარალებულები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მრჩეველს ხვდებიან.

"თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა სასამართლოს მიერ გაცემული ორდენის საფუძველზე ორი ბავშვი ოჯახიდან გავიყვანეთ. მესამეს გაყვანა ვერ მოხერხდა. სოცმუშაკებს ოჯახის წევრებმა დედამ და შვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცავებს ჩვენებებიც მივეცით",- განაცხადა ერთ -ერთმა დაზარალებულალმა მარიამ ბანძავამ.

ოჯახიდან ბავშვების წამოყვანა მშობლის მხრიდან შვილების უგულვებელყოფის ფაქტის გამოვლენის მიზეზით მოხდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×