რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, ე.წ ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ 12:00 საათზე გამოცხადდება.

გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა. 1-ელი სექტემბრის სხდომაზე თავად ბრალდებულმა, დეკანოზ გიორგი მამალაძემ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

თებერვალში დაკავებულ დეკანოზს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×