რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარადგინეს. ასევე ცალკეულ საკვანძო საკითხებსა და რეფორმის განხორციელების ვადებზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება და საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილი იქნება.

სამუშაო შეხვედრაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×