რეზონანსი
04.09.2017

 (რეზონანსი) ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში შევიდეს. აღნიშნულის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„თუ ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც თურქეთთან ურთიერთობების თემა იქნება გამოტანილი, კანცლერს სურს კოლეგებთან მოლაპარაკებების შეწყვეტის საკითხის განხილვა", - განაცხადა ზაიბერტმა.

მისი თქმით, „ახლა თურქეთთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად გაყინულია და შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საკითხი განხილული იქნება ".

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ახლა თურქეთი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს".

სამიტი ოქტომბერშია დაგეგმილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×