რეზონანსი
31.08.2017

 (რეზონანსი) რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მოსკოვში ცენტრალური აზიის რეგიონის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც 1-ელ სექტემბერს მოსკოვში ტერაქტებს გეგმავდნენ.

დაკავებულები ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან. ერთი მათგანი თავდასხმას ცივი იარაღით გეგმავდა, ხოლო მეორე თავის აფეთქებას აპირებდა. მეორე ტერორისტს ბინაში კუსტარულად დამზადებული ბომბა აღმოუჩინეს.

გავრცელებული ცნობით, ჯიჰადისტები რუსეთში ცენტრალური აზიიდან შევიდნენ. ტერორიზმში ეჭვმიტანელების მობილური ტელეფონების შემოწმებისას, რადიკალი ისლამისტების გადამბირებლების საკონტაქტო ინფორმაცია და ტერაქტების განსახორციელებელი ინსტრუქციები აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში ჩხრეკის შედეგად დიდი სიმძლავრის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა ამოღებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×