რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის 5 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული, თუმცა ოფიციალურ უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ კეთდება.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, კონკრეტულად რა მდგომარეობაა ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით, მათთვისაც უცნობია, რადგან ცეცხლის გავრცელების არეალში მყოფ პირებთან კომუნიკაცია გართულებულია.

ადგილზე ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა მუშაობს. აბასთუმანში იმყოფება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფება. მისი თქმით, ხანძართან საბრძოლველად სპეცტექნიკის ჩართვა საჭირო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ხანძარს მეხანძრე-მაშველებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც აქრობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×