რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) დიდველის საბაგიროს ეკლექტროენერგია ამ დროისთვის აღდგა. ავარიული გენერატორის მეშვეობით მგზავრების ზედა სადგურზე აყვანა მოხდა, საიდანაც ნაწილი მანქანებით ჩამოიყვანეს, ნაწილს ჩამოსვლა ფეხით მოუწია. მგზავრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალი იყო.

„ბაკურიანში ავარიის ლიკვიდაცია „ენერგო-პრო ჯორჯიამ" მალევე მოახერხა და რამდენიმე წუთში ელექტროენერგიის მიწოდება დიდველის საბაგიროს მკვებავ კაბელზე აღდგა. შესაბამისად, უცნობია, საბაგიროს შეფერხებით მუშაობა რატომ გახანგრძლივდა.

„ბაკურიანში, ერთ-ერთი კერძო სამშენებლო კომპანია ველობილიკის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, რომლის დროსაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში ავარია დაფიქსირდა. სამშენებლო კომპანიის ტექნიკამ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" მიწისქვეშა კაბელი დაუდევრად დააზიანა. შექმნილი შეფერხების გამო, აღნიშნულ სამშენებლო კომპანიასთან სს „ენერგო-პრო ჯორჯია" სასამართლო დავის ინიცირებას მოახდენს ", - ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×