რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) „ქართული ოცნება" იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს ქუთაისში 2 სექტემბერს წარადგენს.

წარდგენა ქუთაისში, ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბესთან, ისევე როგორც გასულ წელს, მოხდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ქუთაისში იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები 25 აგვისტოს უნდა დაესახელებინათ, თუმცა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო წარდგენა გადაიდო.

აქვე გეტყვით, რომ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მერი ეწოდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×