რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) "შენების მოძრაობამ" ქუთაისის მერად დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში, ალუდა გოგლიჩიძე იყრის კენჭს, თელავში კი პარტიის კანდიდატი გელა გელაშვილი იქნება.

კანდიდატები დღეს, "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა წარადგინა.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, კანდიდატების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და ქვეყნის სწორად შენების უნარი იყო.

„„შენების მოძრაობას" პატრიოტი პროფესიონალები უერთდებიან, რომლებსაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ევოლუციური გზით ეპოქალური ცვლილებების აუცილებლობა და შესაძლებლობა გააზრებული აქვთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×