რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი" გახსნა.

ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიცვალა.

„დღეიდან მგზავრებს სრულად განახლებული და გარემონტებული „ახმეტელის თეატრის" სადგური მოემსახურება. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი განახლდა, დახრილი გვირაბი გარემონტდა და იატაკის გრანიტი და მარმარილო გაიწმინდა.

„სადგურში ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდა. ასევე მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები შეიცვალა. სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები მოიხსნა.

„შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ, მერიის მხარდაჭერით 2016 წლიდან მეტროს სადგურების განახლების პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე „ახმეტელის თეატრის" სადგური განახლდა. უახლოეს დღეებში „ვარკეთილის"რეაბილიტაცია დასრულდება, სადგურ „ავლაბარს" გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. სადგურების რეაბილიტაციის პროექტი მომავალშიც გაგრძელდება", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×