რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებს. საკითხი ეხება ბორჯომის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის თხოვნით მიმართვას.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სალომე საადაშვილი აცხადებს, დღის განმავლობაში საგარეო უწყებას სადეპუტატო კითხვით მიმართავს და ინფორმაციას მოითხოვს იმის თაობაზე, თუ ვის მიმართა ქვეყანამ დახმარებითვის.

„საქართველომ, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, სრულიად გაუგებარია, რატომ მიმართა რუსეთის ხელისუფლებას იქამდე, სანამ სხვა შესაძლებლობლები ამოწურული არ იყო. ამიტომ, შეკითხვები ძალიან ბევრი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში გამოცხადნენ", - განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.

როგორც სამინისტროში ამბობენ, მოხდა ყველა საჭირო ტექნიკის მოძიება, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში ეფექტურ რეაგირებას შესაძლებელს გახდიდა და მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ფლობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×