რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) დღეს საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განვაგრძობთ, - ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობში 12 კილომეტრამდე გზა გაიჭრა და ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო.

"ცოცხალი ძალის დამატება დაგვჭირდა, რომ ვერტმფრენების ეფექტური მუშაობის შემდეგ წვრილ-წვრილი კერები დაამუშაონ. ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ. ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში პრობლემა მოგვარებული იქნება", - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×